11 იანვარს, პრეზიდენტი ზუგდიდში ჩანიშნულ აქციას შეუერთდება

11 იანვარს, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ზუგდიდში ჩანიშნულ აქციას შეუერთდება, – ინფორმაციას “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი” ავრცელებს.
“11 იანვარს, 14:00 საათზე, წინააღმდეგობის 45-ე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში ჩამოდის. ჩვენ საჯაროდ მოვიწვიეთ პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, იქ, სადაც უწყვეტი აქციები მიმდინარეობს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მას აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან. შემოგვიერთდით, ერთად მოვითხოვოთ უკანონოდ დატყვევებული თანამებრძოლების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
ირო წიმი ევროპაშა!” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ