108- წლიანი უნივერსიტეტის დასაცავად უნდა გამოვიდეთ – თსუ-ის ეზოში აქცია დაანონსდა

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი 108 წლისაა – პროფესორები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრებიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ თსუ სწორედ ახლა საჭიროებს დაცვას და თანადგომას.
„დაგეგმილია საჯარო მიმართვები, ლექციები. სიტყვით გამომსვლელები ყველას გააგონებენ ხმას, რომ ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია და ახლა, როგორც არასდროს, ბრძოლა არის აუცილებელი.
რაც მოვისმინეთ ხელისუფლებისგან ყველა განცხადება უკიდურესად შეურაცხმყოფელია. მე საერთოდ არ მესმის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დისკუსიების აზრი, მაგრამ, ვთვლი, რომ აუცილებელია ყველა შეხვედრაში მონაწილეობა, იქნებ ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ რომ, ამ ხმამაღლა გაცხადებულ მიზანს, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, არა თუ შეესაბამება, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ ხაზგადასმულია ის ტრადიციები საუნივერსიტეტო განათლების, რომლებზეც კი ლაპარაკობენ, მაგრამ მთლად კარგად არ იციან“, – აცხადებს თსუ-ს პროფესორი, ნინო ჩიქოვანი.
„108 – წლიანი უნივერსიტეტის დასაცავად გელოდებით ყველას, 19:00 საათზე“, – ამბობენ შეკრების ორგანიზატორები.
„საქართველოში დამოუკიდებლობა და განვითარება დაიწყო სწორედ ამ უნივერსიტეტისგან. „ოცნება“ აპირებს, რომ თსუ და სტუ გააერთიანოს. 108 – წლიანი უნივერსიტეტის დასაცავად უნდა გამოვიდეთ თსუ-ში, 19:00 საათზე გელოდებით ყველას თსუ-ის ეზოში. ერთად უნდა დავიცვათ ყველამ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი უნივერსიტეტი“, – განაცხადა აჩი გოჩიტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი