100 წლის შემდეგ – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა.
დიდი ამბები ტრიალებდა ასი წლის წინ დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, რუსთაველის გამზირის #6-ში, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სიცოცხლე იწყებოდა.
სწორედ აქ, 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ამ სიმბოლური ამბის გამოა, რომ ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეთრი შენობა ასოცირდება არა ს მეფისნაცვალთან, არამედ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან.
ჩემთვის ეს შენობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ასოცირდება
ასი წლის წინ, 26 მაისს, სწორედ აქ, ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ნოე ჟორმ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება აცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?