100 დღეზე ნაკლებ დროში ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, საოცარია, რომ ეს ასე მალე მოხდა – ჯო ბაიდენი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ პირველად გამოვიდა სიტყვით.
ჯო ბაიდენმა სოციალური დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
„სოციალური დაცვა არის მეტი, ვიდრე სამთავრობო პროგრამა. ეს არის წმინდა დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით. 73 მილიონი ამერიკელი იხდის სოციალურ დაცვის თანხას თავიანთი პირველი ხელფასიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში – ისინი იხდიან სოციალურ დაცვაში. სანაცვლოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ სოციალური დაცვა იქნება მათთვის, როდესაც ეს დასჭირდებათ. მეგობრებო, ჩვენ არასდროს უნდა ვუღალატოთ ამ ნდობას“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები სწრაფი და არაორგანიზებული შემცირებების კუთხით.
„100 დღეზე ნაკლებ დროში ამ ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, საოცარია, რომ ეს ასე მალე მოხდა. მათ სოციალური დაცვის ადმინისტრაციიდან 7 000 თანამშრომელი გაუშვეს, მათ შორის ყველაზე გამოცდილი თანამშრომლები. ახლა ისინი ემზადებიან ათასობით სხვა თანამშრომლის გასაშვებლად. უკვე ვხედავთ შედეგებს. მაგალითად, ათასობით ადამიანი იყენებს სოციალური დაცვის ვებგვერდს ყოველდღიურად. მაგრამ ახლა მათი ტექნოლოგიური განყოფილება განახევრდა და ამიტომ ვებგვერდი იხურება. ხალხს არ შეუძლია შესვლა თავიანთ ანგარიშებზე. როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს ის 74 წლის ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს, ამოწმებს და ვერ ახერხებს გაგებას და მას, როგორც სხვა ადამიანებს, არასწორად ეუბნებიან, რომ მათი შეღავათები დასრულდა? ხალხო, წარმოიდგინეთ, რა პანიკას იწვევს ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
