“10 მილიარდერიდან ივანიშვილი ერთადერთია, რომელიც გადასახადებს არ იხდის” – გახარიას გუნდი

25
გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია:
ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებს თქვენი აზრით? – ფულით ცდილობს საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას. ბიძინა ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინმე მას ენდობოდა თქვენი აზრით, თუნდაც ქართული ოცნების რიგებში?  თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაკოტრდეს ხვალ, “ქართული ოცნების” რომელიმე დეპუტატი ზედ შეხედავს? ან მეგობრად გამოადგება? თუნდაც   ან გაყვებიან თქვენია ზრით? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რეპუტაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დააშენა.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ფორბსის სტატისტიკა და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში 10 მილიარდერი გვყავს თურმე. 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის მე-2 ადგილზე 7.5 მილიარდით – ადამიანი, რომელიც 3 წლის განავლობაში იმაზე ტირის, რომ “კრედიტ სუისმა” მილიარდები “წაართვა” – და ამას გადაგვაყოლა ქვეყანა. და უკაცრავად:  მილიარდები თუ წაართვა და ამ ადამიანს 7.5 მილიარდი აქვს  ისევ – ეს ფული საიდან მოიტანა? ეს კითხვა არ უჩნდება არავის – ეს კითხვა არ გიჩნდებათ?
რომ გამოდის და ამბობს, ეკონომიკა იზრდებაო – ვინმეს თქვენგანს ეს გაზრდილი ეკონომიკა დაეტყო? და ბიძინა ივანიშვილს რომ დაეტყო ეს გაზრდილი მილიარდები – საიდან ეტყობა ბიძინა ივანიშვილს?
იმ 10 მილიარდერიდან ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელიც გადასახადებს არ იხდის. და ადამიანი, რომელიც გადასახადებს არ იხდის – ეს ნიშნავს რომ მისი გადასახადები ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. ამიტომ ფულზე თუ ვლაპარაკობთ, -ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო.“

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად