10 ივლისს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება

ოთხშაბათს, 10 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ. საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები:
• ვატო შაქარიშვილი
• ბიძინა გიორგობიანი
• ნანა კაკაბაძე
• გელა ნიკოლაიშვილი
• ლევან ნიკოლეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად