10 დეკემბერს პრეზიდენტი Zoom პლატფორმით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდება

პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე Zoom პლატფორმის მეშვეობით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან გამართავს შეხვედრას.
“შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ” ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება