10-დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, 4-დან 1-ს თანხა მხოლოდ საკვებზე ყოფნის – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს არ აქვს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
გამოკითხვის თანახმადვე, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მიხარია, რომ ოპოზიცია ძალას იკრეფს – ამ ძალაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული