10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ სგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ სგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც 2025 წლის 10 აპრილს, თავდასხმის ობიექტი საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს და ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს.
“9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…” – წერს .
Previous: ევროსაბჭოს მოთხოვნების ფონზე, ევროპის აუდიტორთა საბჭო აქვეყნებს სკანდალურ დასკვნას, ევროკავშირში არასამთავრობო ორგანიზაციების არალეგიტიმურ ქმედებებთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება