შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი 28 ნოემბრის წლისთავს ეხმაურება.
ბოლო 1 წელია მამაცი ქართველი ხალხი ყოველდღიურად განაგრძობს გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების გამოყენებას. ისინი ამას აკეთებენ ძალადობის, დაკავებებისა და მზარდი რეპრესიების პირობებში. შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას“, – წერს X-ზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.




