2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება კანონი, რომლითაც ზამთრის სეზონზე, 3 თვის განმავლობაში სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე მანქანებით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს, პოლიცია დააჯარიმებს 100 ლარით და ჩამოაკლებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან 5.
1 დეკემბრიდან 1 მარტამდე ზამთრის საბურავებით სიარულის ვალდებულება ვრცელდება:
საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთები:
· ოსიაურის კვანძი – სურამის კვანძი;
· რიკოთის გვირაბი – წევა;
· მლეთა – კობი;
· დმანისის გადასახვევი – გუგუთი;
· ქვიშხეთი – ვალე;
· ზაჰესი – რუსთავი;
· ახალციხე – საზღვარი;
· ახალქალაქი – საზღვარი;
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:
· ქედა-ახალციხე;
· ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;
· ჯვარი-ლასდილი;
· წყალთაშუა-საირმე;
· ძეძილეთი-მელე;
· ჟონეთი- ამბროლაური;
· ორპირი-ტყიბული;
· ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;
· ალპანა-ცაგერი;
· ძევრი-ტყიბული;
· ბორჯომი- ახალქალაქი;
· ახალქალაქი;
· გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერე;
· ჭიათურა-ზესტაფონი;
· ჟინვალი-ბისო;
· თიანეთი-ჟინვალი;
· თბილისი-თიანეთი;
· ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;
· თეთრიწყარო-წალკა;
· თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;
· სასადილო-თელავი;
· თიანეთი-ახმეტა;
· დაბა ბაკურიანის წრიული;
· დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი;
· ჩოხატაური-ბახმარო;
· ნიჩბისი-დიდი თონეთი;
· საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.
ჯამში შეზღუდვები გრძელდება 1600 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთზე.
როგორი საბურავები უნდა იყოს:
· დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი;
· არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
· არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
· საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
· საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა.
“მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა”, – აცხადებენ შსს-ში.