1 დაღუპული და 4 დაშავებული – რუსეთმა კიევში საავადმყოფო დაბომბა

5 იანვრის ღამეს რუსეთმა კიევზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დარტყმა ობოლონის რაიონში მდებარე ოთხსართულიან საავადმყოფოს შენობას მოხვდა, სადაც მოქმედი სტაციონარული განყოფილება ფუნქციონირებდა.
უწყების განცხადებით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა შენობის შემოწმებისას ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
პოლიციის მონაცემებით, დაღუპულია 1995 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც მკურნალობას სტაციონარში გადიოდა.
განახლებული მონაცემებით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.