1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8185 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8158 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9152 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8955 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.