0:4 – “ნაპოლი” თასიდან “ფროზინონემ” გამოაგდო [VIDEO]

იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ სახლში „ფროზინონესთან“ 0:4 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, ხოლო სტუმართა სასტარტოში კვერნაძე იყო.
„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა, სიმეონეს გოლი იმის გამო გაუქმდა, რომ იქამდე ბურთი ხელზე ლინდსტრიომს მოხვდა. კვერნაძე აქტიური იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოდან ბურთი ძელს მარიო რუიმ გაარტყა. მაცარიმ მოედანზე ჯერ დი ლორენცო და ლობოტკა, მერე კი ოსიმენი და კვარაცხელია
შეუშვა, ხოლო „ფროზინონემ“ ორი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ხვიჩა საჯარიმოში ოკოლისთან ბურთზე ბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 90-ე წუთზე დი ლორენცომ ჯელი წააქცია და ჩედირამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, კომპენსირებულ დროში გოლინის კარი ჰარუიმ დალაშქრა და „ნაპოლი“ ზედიზედ მეორედ გამოვარდა 1/8-ფინალიდან.
„ფროზინონე“ მეოთხედფინლში „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს ჩემპიონატზე გასვლაზე „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ იმავე დღეს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
ნაპოლი – ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (65), 0:2 კაზო (70), 0:3 ჩედირა (90+1, პენ), 0:4 ჰარუი (0:4)
ნაპოლის არც მწვრთელი ყავს და არც დაცვა, რომელი გუნდი ცვლის 2 დღის წინ მოდებულის მერე ძირითადის 10 კაცს და ის ერთიც ნათანი ახლა ცენტრში დააყენა – ანუ საერთოდ არია ყველაფერი. მერე დი ლორენცო მარცხნივ და შედეგი მეორე გოლი. ცენტრში საერთოდ რა ხდებოდა? თუ ასვენებ ფეხბურთელებს, ჯერ ოსიმენი და პოლიტანო დაასვენე, მერე კვარა და დი ლორენცო, ცენტრში ერთი მაინც დატოვე ძირითადიდან და მერე შეცვალე. დაცვის ხაზს რომ ცვლი მთლიანად მეკარიანად, რას უნდა ელოდო, ძირითადი დაცვა რას გავს და ახლა სათადარიგო … თუ არ უნდოდა გასვლა, საერთოდ რატომ გამოიყვანა ძირითადის ხუთი კაცი შეცვლაზე. ახლა ამ თამაშის მერე რომა როგორ გადახსნის იმას ვნახავთ კვირის ბოლოს. ბავშვები არ უნდა ავარჯიშებინო მაცარის არათუ იტალიის ჩემპიონი. პ.ს. სოფლის გუნდინ რომ არის ნაპოლი და ბევრი ფაქტორის თანხვედრის გამო შემთხვევით მოიგო სკუდეტო, გამოჩნდა კიდევ ერთხელ.
ისინი ვინც კვარას ჩაგდებულ თამაშებზე აქებენ მას,უფრო გამაღიზიანებლები არიან, ვიდრე ჩასაფრებულები. ეს ჩასაფრებულები ქე მაინც ვიცი რომ ბოღმები არიან და არ უნდათ ამ ბიჭის წარმატება, მაგრამ მეორენი ბრმები არიან თუ თავის მოტყუებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ეს ვერ გამიგია