0:4 – “ნაპოლი” თასიდან “ფროზინონემ” გამოაგდო

იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ სახლში „ფროზინონესთან“ 0:4 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, ხოლო სტუმართა სასტარტოში კვერნაძე იყო.
„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა, სიმეონეს გოლი იმის გამო გაუქმდა, რომ იქამდე ბურთი ხელზე ლინდსტრიომს მოხვდა. კვერნაძე აქტიური იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოდან ბურთი ძელს მარიო რუიმ გაარტყა. მაცარიმ მოედანზე ჯერ დი ლორენცო და ლობოტკა, მერე კი ოსიმენი და კვარაცხელია
შეუშვა, ხოლო „ფროზინონემ“ ორი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ხვიჩა საჯარიმოში ოკოლისთან ბურთზე ბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 90-ე წუთზე დი ლორენცომ ჯელი წააქცია და ჩედირამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, კომპენსირებულ დროში გოლინის კარი ჰარუიმ დალაშქრა და „ნაპოლი“ ზედიზედ მეორედ გამოვარდა 1/8-ფინალიდან.
„ფროზინონე“ მეოთხედფინლში „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს ჩემპიონატზე გასვლაზე „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ იმავე დღეს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
ნაპოლი – ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (65), 0:2 კაზო (70), 0:3 ჩედირა (90+1, პენ), 0:4 ჰარუი (0:4)
კარგით რა ეს სასაცილოც აღარაა. პირდაპირი მნიშვნელობით გუნდს ცენტრალური დაცვა და ცენტრალური ნახევარდაცვა არ ყავს, ამ მაძარის კიდე ალბათ ეშინია ლავრენტასი თუ რა არის ვერ გავიგე და სქემა 3-5-2-ზე ცოცხალი თავით არ გადაყავს და კონტრებზე უკვე თვით ფროზინონეებიც კი ხერხავენ. კვარა ოსი რომ გამოაკლო ამ ნაპოლის მივიღებთ ზუსტად იგივე გაქანების გუნდს როგორიც ფროზინონე უდინეზე და ლეჩეა. იმ ბებერ წუწურაქს კიდე ფულის დახარჯვა არ უნდა და საცოდაობაა ასეთ მორყეულ და დაუბალანსებელ გუნდში კვარას და ოსის დონის მოთამაშეები ირიცხებოდნენ და მათი ნაწვალებით იმ დანარჩენი ლუზერების “ატალახებული” იფარებოდეს. 2 კაცი ვერ ათრევს დანარჩენ 9 თუ გუნდს რაიმე ღირებულზე და ტიტულზე ამბიცია აქვს ეს გამორიცხულია ფეხბურთში.