„ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენელმა „ჰუსიტებმა“ -ის კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატებიდა „ჰუსიტების“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ Chem Ranger-ზე პირდაპირი დარტყმა განახორციელეს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შემდეგ Chem Ranger-მა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება