„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენის ყურეში ამერიკულ ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

იემენელი „ჰუსიტი“ მეამბოხეები აცხადებენ, რომ ადენის ყურესა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში -ის სამხედრო ხომალდებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს.
დაჯგუფების პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებით, ისინი დაუპირისპირდნენ ამერიკულ სამხედრო გემებს, რომლებიც ორი ამერიკული სავაჭრო გემის დაცვას ცდილობდნენ. შედეგად, ერთ-ერთმა გემმა პირდაპირი დარტყმა განიცადა, ამერიკული სავაჭრო გემები კი იძულებული გახდნენ, ტერიტორიიდან გაბრუნებულიყვნენ.
„ჩვენმა რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ სამიზნეებს დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ხომალდები მათ მოგერიებას ცდილობდნენ “, – განაცხადა იაჰია სარიმ.
შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ თავდასხმებს სავაჭრო გემებზე მანამ, სანამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ომი არ დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ