„ჰუსიტები” – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

იემენელი „ჰუსიტები” ირწმუნებიან, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ.
“ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში”, – აღნიშნულია „ჰუსიტების” სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დედაქალაქი სანა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სხვა ტერიტორიები.
„ეს დარტყმები უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის”, – აცხადებს „ჰუსიტების” პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების” 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)