“ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა

“ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა.
“ამერიკულ-სიონისტ-ბრიტანული აგრესია იემენის წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს დედაქალაქ სანაზე, ჰუდაიდაზე, საადასა და დამარზე“, – წერს “ჰუსიტების“ ოფიციალური პირი აბდულ ქადერ ალ-მორტადა სოციალურ ქსელში.
თავდასხმებს “ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო “ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.
-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურეს, რომ იემენში “ჰუსიტების” ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა და ეს იყო პასუხი “ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში, “ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ “ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში