„ჰუსიტების“ წარმომადგენელი – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ღაზაში ს დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი იყო“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „ჰუსიტები“ გააგრძელებენ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.
„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი ისრაელის გემების ნავიგაციის აღკვეთას არაბულ და წითელ ზღვებში“, – განაცხადა სარეემ.