ჰონგ-კონგელი მილიარდერის ღვინის კოლექცია Christie’s-ის აუქციონზე 9.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

Christie’s-ის აუქციონის სახლმა ჰონგ-კონგში აუქციონი Iconic Wines from Joseph Lau Part III გამართა, რომელზედაც მილიარდერ ჯოზეფ ლაუს (უძრავი ქონების სფეროშია ჩართული, Forbes-ი მის ქონებას 13.6 მილიარდ დოლარად აფასებს) ღვინის კოლექციის კიდევ ერთი ნაწილი მთლიანად გაიყიდა.
Christie’s-ის ვებსაიტზე განთავსებული განცხადების თანახმად, აუქციონის მთლიანი ტრანზაქციის ღირებულება 72.89 მილიონი ჰონგ-კონგის დოლარი იყო (მიმდინარე კურსით დაახლოებით 9.35 მილიონი დოლარი).
აუქციონი 22 მაისს ჰენდერსონის შენობაში გაიმართა. აუქციონის სახლის მონაცემებით, ლოტების თითქმის 70% ზედა შეფასებაზე მეტად გაიყიდა.