ჰოვსეპ ხუშრედიანი – სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ პროცესს ორივე ხელს უშლის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოსაწერი სამშვიდობო ხელშეკრულების დასრულების დეტალებზე, ასევე პრემიერ ს განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს არ წარმოადგენს თურქების მიერ სომხების გენოციდის საკითხი, ასევე იმაზე თუ როგორ უყურებს სომხეთ-თურქეთის შესაძლო დაახლოებას ბაქო და მოსკოვი, „ინტერპრესნიუსი“ სომეხ ანალიტიკოს, მოძრაობა „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარეს, ჰოვსეპ ხუშრედიანს ესაუბრა.
– ბატონო ჰოვსეპ, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ხელი მოაწერონ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა კარგა ხანია მიმდინარეობდა, მაგრამ, აქამდე ხელშეკრულების დეტალებზე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეთანხმებაზე ხელმოწერაზე მხარეების მზაობას?
ასევე საინტერესო იქნებოდა იმაზე თქვენი აზრის მოსმენა, თუ რა დეტალები უშლიდა ხელს ამ ხელშეკრულების ხელმოწერას და ამჯერად ამავე მანამდე შეუთანხმებელ საკითხებზე რაზე შეთანხმდნენ ერევანი და ბაქო?
– შეთანხმებაში, რომელსაც ხელი სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაწერონ 17 პუნქცია. 15 პუნქტზე მხარეები შეთანხმებული კარგა ხანია არიან. დარჩენილი იყო 2 პუნქტი, რომელზეც მხარეები უკვე თანხმდებოდნენ.
ერთი აქამდე შეუთანხმებელი პუნქტი ეხებოდა მხარეების მიერ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი სარჩელების გამოთხოვას, მეორე კი ეხებოდა იმას, რომ აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვდა თანხმობას იმაზე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ პერიმეტრზე არ მდგარიყვნენ მესამე ქვეყნის ძალები. ცხადი იყო, რომ აზერბაიჯანს არ სურდა ამ პერიმეტრზე ყოფილიყვნენ ევროპელი დამკვირვებლები, რომლებიც ამ პერიმეტრზე აქამდეც იარაღის გარეშე იდგნენ.
ჩვენთვის გაუგებარი იყო და არის ის, რომ თუ აზერბაიჯანს რეალურად უნდა მშვიდობა, რატომ ითხოვენ ისინი ასე დაჟინებით საზღვრის პერიმეტრიდან უიარაღო დამკვირვებლების გაყვანას? ისინი ხომ იქ იმყოფებიან მხოლოდ იმისთვის, რომ საზღვარზე არ იყოს დარღვევები.
ჩვენთვის გაუგებარი იყო და არის ის, რომ თუ აზერბაიჯანს რეალურად უნდა მშვიდობა, რატომ ითხოვენ ისინი ასე დაჟინებით საზღვრის პერიმეტრიდან უიარაღო დამკვირვებლების გაყვანას? ისინი ხომ იქ იმყოფებიან მხოლოდ იმისთვის, რომ საზღვარზე არ იყოს დარღვევები
სხვათა შორის, ისინი იქ 2 წელია იმყოფებიან და სწორედ ამიტომ ამ პერიოდში არ ყოფილა აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის დარღვევის შემთხვევები. მანამდე კი ამ თვალსაზრისით გვახსოვს რომ აზერბაიჯანული მხარე საზღვარს ხშირად არღვევდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლაც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის 200-მდე კვადრატული კილომეტრი დაკავებული აქვს.
– შეთანხმება, საზღვრიდან მესამე ქვეყნის ძალების გაყვანას ზანგეზურის კორიდორიდან, რომელსაც სომხური მხარე მეღრის კორიდორს ეძახის, რუსი მესაზღვრეების გაყვანასაც ითვალისწინებს?
– ზანგეზურის, ანუ მეღრის კორიდორიდან, მესამე, ანუ რუსი მესაზღვრეების ყოფნაზე ხელმოსაწერ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი. იგულისხმება 2020 წლის 9 ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება. ამ შეთანხმებაში საუბარია ამ კორიდორში კომუნიკაციების გახსნაზე. იმას, რასაც ახლა აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქვია და სხვა არაფერი.
რუსი მესაზღვრეები იდგნენ ირანის საზღვართან პუნქტ მეღრიში, ასევე ს აეროპორტში. სომხური მხარის მოთხოვნით ამ ორივე პუნქტებიდან რუსი მესაზღვრეები გაყვანილები არიან.
ზანგეზურის, ანუ მეღრის კორიდორიდან, მესამე, ანუ რუსი მესაზღვრეების ყოფნაზე ხელმოსაწერ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი. იგულისხმება 2020 წლის 9 ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება
რაც შეეხება სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებს, შეთანხმების შესაბამისად, მათ ახლა ერთობლივად აკონტროლებენ სომეხი და რუსი მესაზღვრეები. აქამდე სომხეთის საზღვრის ამ მონაკვეთებს მხოლოდ რუსები აკონტროლებდნენ. ფაქტია, რომ სომხეთის საზღვრებზე ს გავლენა მცირდება.
რაც შეეხება გზას, რომელიც ზანგეზურზე გადის. რუსეთი ამბობს, რომ 2020 წლის 9 ნოემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაში წერია, რომ იქ რუსი მესაზღვრეები უნდა იდგენენ. საქმე ისაა, რომ ეს ამ შეთანხმებაში არ წერია. იქ საუბარია იმაზე, რომ კომუნიკაციები უნდა გაიხსნას. ზანგეზურის კორიდორში რუსი მესაზღვრეების ყოფნაზე სომხეთი უარს ამბობს.
– სომხეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. ასეთ ვითარებაში ბაქო აიძულებს ერევანს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან გავიდნენ ევროპელი უიარაღო დამკვირვებლები.
შესაძლოა, სომხეთი-ირანის და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე რუსეთის გავლენა მართლაც მცირდება, რადგან ახლა ამ საზღვრებს ერთობლივად დაიცავენ სომხები და რუსები.
მაგრამ, ფაქტია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან უიარაღო ევროპელი დამკვირვებლების გასვლა, გარკვეულ წილად ნიშნავს იმას, რომ სომხეთის სასაზღვრო ზონებიდან ევროპელები გადიან. . .
– საუბარი არაა იმაზე, რომ ევროპელმა უიარაღო დამკვირვებლებმა სომხეთის საზღვრები უნდა დატოვონ, საუბარია იმაზე, რომ ისინი საზღვრის გასწვრივ არ იქნებიან, მაგრამ სომხეთის შიდა ტერიტორიაზე შეეძლებათ დარჩენა.
სხვათა შორის, ამის გამო სომხეთის საექსპერტო საზოგადოება აკრიტიკებს ხელისუფლებას. კრიტიკის საგანი გახლავთ ის, რომ შეთანხმებაში უნდა იყოს გაწერილი სად შეიძლება იდგნენ ევროპელი უიარაღო დამკვირვებლები – საზღვრიდან ერთ თუ 3 კილომეტრში. ეს არავინ იცის.
საუბარი არაა იმაზე, რომ ევროპელმა უიარაღო დამკვირვებლებმა სომხეთის საზღვრები უნდა დატოვონ, საუბარია იმაზე, რომ ისინი საზღვრის გასწვრივ არ იქნებიან, მაგრამ სომხეთის შიდა ტერიტორიაზე შეეძლებათ დარჩენა
ფაქტია, რომ სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის მიმართ ამ დათმობაზე წავიდა. დათმობაზე წავიდა იმის გამო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.
– სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე კარგა ხანია საუბრები მიდის. გვახსოვს რუსეთი მხარეებს ამ შეთანხმების ხელმოწერას მოსკოვში
სთავაზობდა. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ბაქოს დაეჩქარებინა? და კიდევ – სად შეიძლება შედგეს შეთანხმებაზე ხელმოწერა?
– საქმე ისაა, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულება აზერბაიჯანს არ დაუჩქარებია. ეს პროცესი სომხეთმა იმით დააჩქარა, რომ ყველა იმ მოთხოვნაზე, რასაც სომხეთის წინაშე აზერბაიჯანი აყენებდა, ერევანი დათანხმდა. შეთანხმების დაჩქარება ერევნის ინიციატივა იყო. ამაზე შეთანხმების ის ორი პუნქტიც მეტყველებს, რაზეც მანამდე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ.
როგორც კი ამ პუნქტებზე ერევანმა თანხმობა განაცხადა, ბაქომ მყისიერად წამოაყენა სხვა მოთხოვნები. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაირამოვმა, შემდეგ გაჯიევმა და პრეზიდენტმა ალიევმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მათ აქვთ სომხეთის მიმართ კიდევ სხვა მოთხოვნები – კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, სადაც ნახსენებია მთიანი ყარაბაღი, ასევე მინსკის ჯგუფის გაუქმება და ასე შემდეგ.
ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე აზერბაიჯანს განსაკუთრებული სურვილი არ აქვს.
– რადგან ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულია, სომხეთისთვის კონსტიტუციაში ამ თემაზე ცვლილების შეტანა ძნელი არ უნდა იყოს…
– სომხეთის ხელისუფლებას არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ყარაბაღის თემაზე ჩანაწერის ამოღება მოხდება, მაგრამ მაშინ, როცა სომხეთი გადაწყვეტს თავის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას.
საკონსტიტუციო ცვლილებები სხვა ქვეყნის მოთხოვნით არ უნდა ხორციელდებოდეს. როცა ამ თემაზე აზერბაიჯანი ასე აქტიურობს, შესაძლოა, ეს საკითხი სწორედ ამის გამო არ იქნას ასე სწრაფად გადაწყვეტილი.
სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობით ამბობს იმას, რომ ეს შეთანხმება ყველა იმ ნორმატიულ აქტებზე მაღლა დგას, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ეხება.
– შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში გასული კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ამ ტიპის განცხადებები ერევნიდან მანამდეც გაგვიგონია, მაგრამ, ახლა როცა აზერბაიჯან-სომხეთს შორის შემაფერხებელი ყარაბაღის საკითხი აღარ არსებობს, მან განსაკუთრებული ყურადღება აშკარად მიიქცია.
მხედველობაში მაქვს პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, სადაც მან თქვა – „თურქეთში 1915 წელს სომხების გენოციდის საერთაშორისოდ აღიარების საკითხი სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არაა“.
სომხების გენოციდის თემა სომხებისთვის რომ საკმაოდ მტკივნეული და მგრძნობიარე საკითხია. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ერევანში და უნახავს ამ გენოციდის მსხვერპლთა გრანდიოზული მემორიალი, ყველამ იცის რომ ეს ასეა.
ვნახეთ, რომ ფაშინიანის ამ განცხადებას ანკარა კარგად შეხვდა. გენოციდთან დაკავშირებით ფაშინიანის ამ განცხადებას როგორ შეხვდა სომხეთის საზოგადოება და პოლიტიკური კლასი?
– გენოციდთან დაკავშირებით ამგვარი განცხადებები არა მარტო ფაშინიანის ხელისუფლებას მანამდეც არა ერთხელ აქვს გაკეთებული. ამის შესახებ 2-3 წლის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა და დაამატა, რომ ასეთია დღეს გენოციდთან დაკავშირებით ოფიციალური ერევნის პოზიცია.
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება იმითაც არის საინტერესო, რომ თუ ორ მეზობელ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, თურქეთი მზადაა სომხეთთან გახსნას კომუნიკაციის საშუალებები და დაამყაროს სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობები.
ამიტომაცაა, რომ ახლა პარალელურად მიმდინარეობს თურქეთ-სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება. რამდენიმე დღის წინ ერევანში ჩამოსული იყვნენ თურქი ჟურნალისტები, რომლებსაც ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა. რამდენადაც ვიცი, თურქი ჟურნალისტები სომხეთის ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდნენ.
თურქები ამბობენ, როგორც კი სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თურქეთი სომხეთთან გზას გახსნის. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე. სომხეთში რუსული ბაზის არსებობა განპირობებულია თურქეთის საფრთხით, თუ ეს საფრთხე შემცირდა, ან საბოლოოდ აღარ იქნა, მაშინ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის აუცილებლობაც აღარ იქნება. ამიტომაა, რომ სომხეთის ხელისუფლება ასე ჩქარობს აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერას და ბევრ დათმობებზე მიდის.
თურქები ამბობენ, როგორც კი სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თურქეთი სომხეთთან გზას გახსნის. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე. სომხეთში რუსული ბაზის არსებობა განპირობებულია თურქეთის საფრთხით, თუ ეს საფრთხე შემცირდა, ან საბოლოოდ აღარ იქნა, მაშინ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობის აუცილებლობაც აღარ იქნება. ამიტომაა, რომ სომხეთის ხელისუფლება ასე ჩქარობს აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერას და ბევრ დათმობებზე მიდის
სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და კომუნიკაციების გახნას. ამის შემდეგ სომხეთს ირანის შემდეგ, მეორე მეზობელ თურქეთთან ექნება სახმელეთო საზღვარი.
თან თურქეთი ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანაა. სომხეთს თურქეთთან 328 კილომეტრიანი საზღვარი აქვს და იგი აქამდე ისევეა დახურული, როგორც რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ს დროს.
თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კომუნიკაციების გახსნის შემთხვევაში სომხეთი შესაძლოა იყოს გამოყენებული აღმოსავლეთიდან დასავლეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთში ტვირთების გადასაზიდადაც. სხვათა შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებაში ამის შესახებ პუნქტები გაწერილია.
თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კომუნიკაციების გახსნის შემთხვევაში სომხეთი შესაძლოა იყოს გამოყენებული აღმოსავლეთიდან დასავლეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთში ტვირთების გადასაზიდადაც. სხვათა შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებაში ამის შესახებ პუნქტები გაწერილია
რაც შეეხება იმას, თუ რა რეაქცია ჰქონდა სომხურ საზოგადოებას გენოციდთან დაკავშირებით ფაშინიანის განცხადებას. როცა 2-3 წლის წინ ფაშინიანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთის გენოციდის თემა, მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არ იყო, მაშინ საზოგადოების ნაწილის რეაქცია საკმაოდ დიდი იყო. ამ საკითხს დავუბრუნდები. მანამდე უნდა ვთქვა ისიც, რომ მაშინ ხელისუფლებამ ახსნა რატომ არ იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი.
მაშინ მათ თქვეს, რომ ისინი უარს არ ამბობენ იმაზე რაც მოხდა, ანუ თურქეთში სომეხთა გენოციდზე, ეს ფაქტია, რომელიც აღიარებული აქვს 30-მდე ძირითად და წამყვან ქვეყანას. ძირითად ქვეყნებში ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, ევროპარლამენტს აქვს აღიარებული. დიდ ბრიტანეთი აპირებს სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით მიღებას. ასეთივე მდგომარეობაა გაეროს უშიშროების მუდმივ წევრ ქვეყანაში – ჩინეთში.
ანუ გენოციდის საერთაშორისო აღიარება მომხდარია. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს თემა ახლა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების საკითხია. ჩვენ ამ თემაზე თურქეთს უნდა ველაპარაკოთ და არა საერთაშორისო თანამეგობრობას.
გენოციდის საერთაშორისო აღიარება მომხდარია. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს თემა ახლა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების საკითხია. ჩვენ ამ თემაზე თურქეთს უნდა ველაპარაკოთ და არა საერთაშორისო თანამეგობრობას
ფაშინიანის განცხადებამ რომ გენოციდის თემა სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არაა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება და წინააღმდეგობა გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პრინციპში პრორუსულია, დაიწყეს ხელისუფლების იმაში დადანაშაულება, რომ ხელისუფლება სომეხთა გენოციდს არ აღიარებს.
ჩვენი პრორუსული ოპოზიცია ხალხის გრძნობებზე თამაშობს, რაც ხელს უშლის თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოწესრიგებას. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ წმინდა რუსული ნარატივია. ასეთ ნარატივებს „რბილი ძალის“ სახით პრორუსული ოპოზიცია და რუსეთი ჩვენთან საკმაოდ ხშირად იყენებს.
ეს რომ ასეა, ჩვენ ვცდილობთ აუხსნათ საზოგადოებას. იმასაც ვეუბნებით, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოგვარება მოსკოვს იმის გამო არ უნდა, რომ კრემლს უნდა სომხეთი მუდმივად მასზე იყოს დამოკიდებული. ასე სომხეთი კარგა ხანს იყო, მაგრამ, ამან სომხეთს არ უშველა სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტში და ამან რა უბედურობები მოუტანა სომხეთსა და სომეხ ხალხს ჩვენ ვნახეთ.
– მიუხედავად პრობლემებისა. ისეთი პირი უჩანს, სომხეთი თურქეთთან მალე დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ამგვარი ვარაუდი რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება?
– საქმე ისაა, სომხეთს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დალაგებას პერსპექტივა რომ აქვს, ეს ესმით აზერბაიჯანში და ამიტომაცაა, რომ რამდენადაც შეუძლიათ ეწინააღმდეგებიან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას.
ამიტომაც მგონია, რომ მიუხედავად იმისა რომ სომხურ-აზერბაიჯანული შეთანხმების ყველა პუნქტი შეთანხმებულია, მას მიესალმებიან დიდი მოთამაშეები, მაგრამ, ბაქო მაინც არ ჩქარობს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.
თურქეთთან სომხეთის მიერ ურთიერთობების დალაგება ყველაზე მეტად არ აწყობს აზერბაიჯანს და ამიტომაცაა, რომ ანკარა-ერევნის დაახლოებას არა მარტო აყოვნებს, ხელსაც უშლის.
თურქეთთან სომხეთის მიერ ურთიერთობების დალაგება ყველაზე მეტად არ აწყობს აზერბაიჯანს და ამიტომაცაა, რომ ანკარა-ერევნის დაახლოებას არა მარტო აყოვნებს, ხელსაც უშლის
ამ თემაზე ახლა იგივე მეორდება, რაც 2010 წელს იყო. 2010 წელს ჟენევის პროცესის ფარგლებში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელსაც პრეზიდენტი სარგსიანი აწერდა. ეს პროტოკოლი ითვალისწინებდა თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და საზღვრების გახსნას.
ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა და ევროკავშირი. ამ პროცესში რუსეთი მონაწილეობას არ იღებდა. მაშინ აზერბაიჯანმა ზეწოლა მოახდინა თურქეთზე და თავად დაიწყო თურქეთისთვის გაზის მიწოდება.
– გასაგებია, რომ ანკარისა და ერევნის დაახლოება მაშინ გადაუწყვეტელი ყარაბაღის კონფლიქტის გამო ბაქოსთვის მიუღებელი არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ამ საკითხში ანალოგიური დამოკიდებულება ექნებოდა რუსეთს.
ახლა როცა ერევანი ანკარასთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, თქვენი აზრით, რა პოზიცია აქვს რუსეთს? კრემლი ამ პროცესში რამდენად მონაწილეობს?
– ერთმნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-თურქეთის დაახლოება არც რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვიცით, რომ ამ თემას მოსკოვი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე ყოველთვის განიხილავდა.
რუსეთის პოზიცია ასეთი იყო და ასეთად ახლაც რჩება – მოსკოვს თურქეთ-სომხეთის დაახლოება მანამდე არ უნდა, ვიდრე არ მიიღებს იმას, რაც უნდა, – ზანგეზურის კორიდორში კონტროლი რუსმა მესაზღვრეები არ განახორციელებენ. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ზანგეზურში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობაზე სომხეთს თანხმობა არასდროს არავისთვის არ მიუცია.
მოსკოვს თურქეთ-სომხეთის დაახლოება მანამდე არ უნდა, ვიდრე არ მიიღებს იმას, რაც უნდა, – ზანგეზურის კორიდორში კონტროლი რუსმა მესაზღვრეები არ განახორციელებენ. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ზანგეზურში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობაზე სომხეთს თანხმობა არასდროს არავისთვის არ მიუცია
სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისა აღდგენასა და კომუნიკაციების გახნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ პროცესს ორივე ხელს უშლის.
– თქვენ და თქვენი ორგანიზაცია იყავით ინიციატორები სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების თემაზე – უნდა თუ არა სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება? თქვენი ორგანიზაცია ამ თემას აქტიურად ლობირებდა.
ახლა ჩვენ და მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მიმდინარე რთულ პროცესებს. ეს პროცესები ერთი მხრივ ში რუსულ აგრესიას, ხოლო მეორე მხრივ უკრაინა-რუსეთის ომში აშშ-ს ახალ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესებია დაწყებული ევროკავშირში, თქვენი ორგანიზაცია კვლავ აპირებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას?
– ახლა ევროკავშირში რომ ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობას, ეს ევროკავშირს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. თუ მანამდე ევროკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით იყო მიმზიდველი, ახლა ის შესაძლოა, ტრანსფორმირდეს პოლიტიკურ და სამხედრო კავშირადაც. ევროკავშირის ქვეყნები ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს. თუ ნატო აღარ იქნება ეფექტური ორგანიზაცია, არაა გამორიცხული ევროპის უსაფრთხოების სისტემა უფრო ეფექტურიც და მიმზიდველიც გახდეს.
რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარების იდეას. მისი ჩატარება ჩვენ გვინდოდა იმისთვის, რომ თუ ამ რეფერენდუმზე ხელისუფლება არ დაგვთანხმდებოდა, ან არ მიიღებდა კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ჩვენ დაგვჭირდებოდა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება. რადგან ამ კანონპროექტის მიღებას ხელისუფლება დაგვთანხმდა, ახლა მისი ჩატარების აუცილებლობაც არ არსებობს.
ახლა ევროკავშირში რომ ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობას, ეს ევროკავშირს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. თუ მანამდე ევროკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით იყო მიმზიდველი, ახლა ის შესაძლოა, ტრანსფორმირდეს პოლიტიკურ და სამხედრო კავშირადაც. ევროკავშირის ქვეყნები ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს. თუ ნატო აღარ იქნება ეფექტური ორგანიზაცია, არაა გამორიცხული ევროპის უსაფრთხოების სისტემა უფრო ეფექტურიც და მიმზიდველიც გახდეს
თუ ევროკავშირის მიმართულებით სომხეთმა წინ წაიწია და ევროკავშირის წევრობამდე მივიდა საქმე, ანუ ახლა რა მდგომარეობაში არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, მაშინ იმისთვის რომ ევროკავშირიდან თანხმობა მივიღოთ, თუ დაგჭირდა რეფერენდუმის ჩატარება, მაშინ მის ჩატარებას მოვითხოვთ.
– დღეის მონაცემებით ვიცით, რომ ჯერ უცნობია თუ სად, რომელ ქალაქში მოეწერება ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას.
თუ საქმე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე მივიდა, სავარაუდო მასზე ხელმოწერა სად შეიძლება გაიმართოს – ბრიუსელში, ანკარაში, სტამბულში თუ მოსკოვში?
– ამ დროისთვის შეთანხმების ხელმოწერის ადგილი ან განიხილება. რაც შეეხება ანკარაში შეთანხმების ხელმოწერას, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება, თუმცა, ამას 100%-ით არ გამორიცხავდი.
რაც შეეხება მოსკოვს, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად რეალურად გამოიყურება. ვთვლი რომ ერევნისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ყველაზე სასურველი ადგილი იქნებოდა ბრიუსელი, ან ვაშინგტონი.
თუმცა, ფაქტია, რომ სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯან სომხეთს შორის შეთანხმების ყველა შემთხვევაში ხელმოწერა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი