„ჰოდა, თუ კიდევ იმ ხალხს ენდობი, რომ თურმე აგენტების გამოსავლენად იღწვის, ან ძალიან მიამიტი ხარ, ან შეგნებული მავნებელი!“ – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციები 15%, ხოლო თიბისის აქციები 12% დაეცა.
სამწუხაროდ ეს ჯერ დასაწყისია… ვინც ვერ ერკვევით, ახლა ბანკების ჯინაზე ნუ გაგიხარდებათ ეს ინფორმაცია. თითოეული მოქალაქის ჯიბეს შეეხება ეს, ეგ ბანკები მაგ ფულს ისევ თქვენგან ამოიღებენ.
ქვეყანას რომელსაც წარმოება არ გააჩნია, სამყოფი კიტრი და პომიდორი ვერ მოჰყავს სერიოზული პრობლემები გარდაუვალია…
კიდევ იმას რომ ენდობი, ვინც ემიგრაციაში გაგაქცია, ფაბრიკა-ქარხნების მაგივრად ჯერ პლანის მოშენება დაგიპირა, შემდეგ გიგანტური ჰესების აშენება, სასოფლო მიწები გაგიყიდა, წლობით ქვეყანა უცხოეთიდან წამოსული დირექტივებით მართა, ტრადიციული საზოგადოებისთვის მიუღებელი კანონმდებლობა არასამთავრობო სექტორთან ერთად შეგიქმნა, ჯანმოს დაკრულზე იცეკვა, სახლებში გამოგკეტა და სავალდებულო ვაქცინაცია დაგიპირა, ციფრული ფულის დანერგვა სცადა (დროებით გადადო), ლომჯარია სახალხო დამცველად დაგინიშნა, სალომე–პრეზიდენტად, სასურსათო უსაფრთხოება არ მიიღო, დემოგრაფიული საბჭოს ნაცვლად პარლამენტში “გენდერული თანასწორობის” საბჭო შეგიქმნა და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მავნებლობა…. ჰოდა, თუ კიდევ იმ ხალხს ენდობი, რომ თურმე აგენტების გამოსავლენად იღწვის, ან ძალიან მიამიტი ხარ, ან შეგნებული მავნებელი!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია