“ჰოდა, ზახაროვას მხარდაჭერის შემდეგ, მეიფიქრეთ რამე, თორემ შევრცხვებით დუნიაზე!” – გოგოსაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე ღიად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების გულშემატკივარია!!
კერძოდ, იგი ამბობს, რომ – დასავლეთმა მაინცდამაინც ივანიშვილის ხელისუფლებაზე მიიტანა იერიში და რომ საქართველოს მეზობელი სომხეთი და იქ განვითარებული ანალოგიური საპროტესტო აქციები, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დატოვესო! აქვე დასძენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი აზრით ძალისთვის არ გადაუჭარბებია და, რომ ძალისმიერი მეთოდებით საპროტესტო აქციების დაშლა სწორედაც რომ ევროპისა და ამერიკის მეთოდებია!!
იგი აღშფოთებული საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, გუშინ თავად ესტუმრნენ მომიტინგეებს და სიტყვითაც გამოვიდნენ, რაც სომხეთის შემთხვევაში აზრადაც არ მოსვლიათო!

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ