ჰიმალაის მთათა მყინვარების დნობა დაბლობში კლიმატის ცვლილების შედეგებს ამსუბუქებს – კვლევა

2010-იან წლებში, ჰიმალაის მთათა სისტემაში მყვინარები წინა ათწლეულთან შედარებით, 65%-ით სწრაფად დნებოდა, რაც იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდას უკვე აქვს გავლენა რეგიონზე, აღნიშნავს „სი-ენ-ენი“.
თუმცა, ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარების ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორედ ამ დნობას შეუძლია, გლობალური დათბობის [კლიმატის ცვლილების] გავლენა შეამსუბუქოს. ყოველ შემთხვევაში, რეგიონალურ დონეზე მაინც.
კვლევა, რომელსაც „სი-ენ-ენი“ ეყრდნობა, ოთხ დეკემბერს, ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა. მისი მიგნებები, მოკლედ რომ შევაჯამოთ, შემდეგია:
· კონკრეტულ მაღალმთიან ადგილებში ზრდადი ტემპერატურის მიერ მყინვარების დადნობა „მოულოდნელ რეაქციას“ იწვევს;
· ეს „მოულოდნელი რეაქცია“ კი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოიქმნება სწრაფი და ცივი ქარი;
· საბოლოო ჯამში, ეს ქარი მოდის ქვემოთ – დაბლობებზე, ველზე;
· შედეგად, მყინვარების ქვემოთ მდებარე ტერიტორია და მეზობელი ეკოსისტემები გრილდებიან.
ამასთან ერთად, ჰიმალაის მთათა სისტემის ფენომენი კიდევ ერთი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. ამ სისტემაში დამდნარი მყინვარებისგან და თოვლისგან მიღებული წყალი ჩაედინება თორმეტ მდინარეში, რომელთა წყლითაც 16 ქვეყნის თითქმის ორი მილიარდი მოსახლე სარგებლობს.
„მნიშვნელოვანია გავიგოთ, შეუძლია თუ არა ჰიმალაის მყინვარებს, შეინარჩუნონ გაგრილების ეფექტი მაშინ, როცა შემდგომ ათწლეულებში, რეგიონში, სავარაუდოდ, ტემპერატურის ზრდა იქნება“, – აღნიშნავს „სი-ენ-ენი“.
მეცნიერების ცნობით, გამაგრილებელი ქარი არაა სრულად საკმარისი ტემპერატურის ზრდასთან და მყინვარების შემდგომ ნდობასთან საბრძოლველად.
„გაგრილება ადგილობრივ ხასიათს ატარებს და ალბათ, მაინც არაა საკმარისი, რათა დაძლიოს კლიმატის ცვლილების უფრო დიდი შედეგები“, – ამბობს ტომას შოუ, მკვლევართა ჯგუფის წევრი.
მეტი ინფორმაციის მისაღებად მკვლევარები დამატებითი სამუშაოების ჩატარებას აპირებენ.
„მყინვარებმა, თავიანთი არსებობა სამუდამოდ რომ ვერც შეინარჩუნონ, შეიძლება, გარკვეული დროით, ახლომდებარე გარემო და ბუნება მაინც შეინარჩუნონ“, – ამბობს ფრანჩესკა პელიჩიოტი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად