ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს „ისტორიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს” სოლიდარობას უცხადებს

მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს , – ამის შესახებ -ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს.
საქართველო ცალკე შემთხვევა არ არის: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში”, – წერს კლინტონი.