ჰილარი კლინტონი: ნეთანიაჰუ უნდა წავიდეს, იგი სანდო ლიდერი არ არის

“ნე­თა­ნი­აჰუ უნდა წა­ვი­დეს, იგი სან­დო ლი­დე­რი არ არის”, – ამის შე­სა­ხებ -ის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და.

“თავ­დას­ხმა სწო­რედ მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მოხ­და. ის უნდა წა­ვი­დეს და თუ ის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მიღ­წე­ვის პრო­ცეს­ში დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, თუ ის ხელს უშ­ლის იმის გან­ხილ­ვას, თუ რა უნდა მოხ­დეს შემ­დეგ­ში, მა­შინ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეს“, – გა­ნა­ცხა­და ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა.

ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯო ბა­ი­დენ­მა 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

“მაგ­რამ ვფიქ­რობ, ასე­ვე ნა­თე­ლია, რომ ბა­ი­დე­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რათა ნე­თა­ნი­აჰუ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს“, – აღ­ნიშ­ნა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა.

ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ხაზი გა­უს­ვას იმას, რომ ომი „ჰა­მა­სმა“ და­ი­წყო და ის­რა­ელს უფ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი თავი ომის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით და­იც­ვას.

“ნა­ხეთ რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას, გა­ა­ნად­გუ­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, სკო­ლე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი მი­წას­თან გა­ას­წო­რა, გა­ი­ტა­ცა ბავ­შვე­ბი. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. რო­დე­საც შენ აგ­რე­სო­რი ხარ, რო­გორც „ჰა­მა­სი“ იყო 7 ოქ­ტომ­ბერს, ან რო­გორც რუ­სე­თი იყო 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რა უნდა გა­უ­კე­თო აგ­რე­სორს? შენ იგი უნდა შე­ა­ჩე­რო“, – გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.