ჰერჩინსკი რუსულ კანონზე: იმედს ვიტოვებთ, რომ სერიოზულად იქნება შეცვლილი

ჩვენ აქამდე ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ იმ ფორმით, როგორიც ახლაა, სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ არსებობს გზა ამ კანონპროექტის უკან გასაწვევად ან მის სერიოზულად შესაცვლელად.
ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას იურიდიული დასკვნის გამოცემა სთხოვეს და ველოდებით ამ იურიდიული დასკვნის მალე გამოქვეყნებას – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საპარლამენტო პროცედურებში გამოჩნდება გზა, რომ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით არ იქნას მიღებული.