ჰერჩინსკი: იმედია, არჩევნები სტანდარტებით ჩატარდება, თუ არადა, მზად ვიქნებით რეაგირებისთვის

ნება მომეცით ღიად განვაცხადო, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, თუ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია იქნება აკრძალული, თუ გახდება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას მოუწევს ფუნქციონირებისთვის საზღვარგარეთ წასვლა, თუ უმთავრესი უფლებები, მათ შორის უმცირესობის არ იქნება დაცული – მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც ახლა, ვერც ხვალ და ვერც შემდგომში. ეს პრინციპები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. იმედი გვაქვს, რომ ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ იქნება, მზად ვიქნებით რეაგირებისთვის, მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარისთვის. რაც საარჩევნო ძალადობას წარმოადგენს – ამის გამოცდილება უკვე გვაქვს ბელარუსში და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ასე არ მოხდება.