ჰერჩინსკი: დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოსთვის სწორედ ახლა არსებობს ევროკავშირის წევრად გახდომის შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
“დღეს ევროპის დღეა!
ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული.
საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.
საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.
წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.
ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!
ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის, ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.
ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ”, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი
ასევე იხილეთ:
EU-ს ელჩი: უდიდესი პარადოქსია, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის ყველაზე ზუსტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს