ჰერმან საბოს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ხვდებიან და იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

„გირჩის“ დეპუტატის, ჰერმან საბოს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ხვდებიან და იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ადრე ჩამოვიდნენ და დაპირება გვაქვს, რომ გრძელვადიანი დაკვირვება იქნება არჩევნებზე. თვითონაც ხვდებიან რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს; რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედია, რომ მათი ჩართულობა იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც წლების განმავლობაში იყო – ხოლმე. ჩვენ არ ვაპირებთ განსაკუთრებულ წუწუნს, ყველამ იცის რაც ხდება საქართველოში, როგორი მთავრობაც გვყავს. ალბათ ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის თხოვნა იქნება კარგად დააკვირდნენ არჩევნებს, იყვნენ მიუკერძოებლები და არცერთ მხარეს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება, ობიექტური დამკვირვებლები იყვნენ მთელი ამ პროცესის“,- განაცხადა ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი