ჰელსინკის კომისია ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. მათი თქმით, ქართული ოცნება სასამართლოს გაჩუმების იარაღად იყენებს.
განცხადებას კომისია X-ზე საკუთარ სოციალურ გვერდზე ავრცელებს.
“ქართული ოცნება სასამართლოებს იყენებს როგორც იარაღს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს “ქონების დაზიანებაში.” იმისთვის, რომ გასული წლის სექტემბერში თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა “Russian Dream.” ახლა ხოშტარიას და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს უფრო მკაცრი სასჯელი, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების” ბრალდებით.” – წერს ჰელსინკის კომისია.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
Amnesty ხოშტარიაზე: საპირისპირო აზრის დასასჯელად სასამართლო სისტემის გამოყენების მორიგი მაგალითია
ნორვეგიის ელჩი: ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია
შვედეთის ელჩი: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კითხვებს აჩენს