ჰელსინკის კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო – ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც – „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.
ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით… აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო… უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?! საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო? ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?! აბა, როგორ დავიჯერო – კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, ასევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია

დღეს თუ მართალია ადამიანი მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს – თუ უდანაშაულო ხარ არავინ დაგაბრალებს დანაშაულს, შესაბამისად ამას აღარ სჭირდება, არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები