„ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების გამო, ირანი ისრაელს მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებს

„ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქების გამო, ირანი ისრაელს მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებს.
„ირანი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტს, როგორც მასობრივი მკვლელობის მაგალითს, გმობს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა.
ამასთან, დაშავებული „ჰეზბოლას“ მებრძოლების სამკურნალოდ ირანმა ლიბანში სამაშველო ჯგუფები და ექიმები გაგზავნა.
შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ მებრძოლებს პირადი პეიჯერები 17 სექტემბერს აუფეთქდათ. „ჰეზბოლა“ პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პეიჯერების აფეთქების შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 3 000-მდე დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბეირუთში ირანის ელჩიც არის.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ