ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა

ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ს მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. როგორც ცნობილია, იერიშების სამიზნეები ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზები იყო. ისრაელის მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის.
ოფიციალურ განცხადებაში, ჰეზბოლამ დაადასტურა, რომ 4 ივლისს ისრაელის მიმართულებით 200 ერთეული რაკეტა და დრონები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კი ჰეზბოლამ ლიბანიდან 160 რაკეტა და 15 დრონი გაუშვა.
ჰეზბოლას განცხადების მიხედვით, ეს მასშტაბური თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჰეზბოლას მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის, მუჰამედ ნიმა ნასერის მკვლელობის პასუხი იყო. ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის დრონმა საზღვრიდან 20 კილომეტრში მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომლითაც მუჰამად ნიმა ნასერი გადაადგილდებოდა. ნასერი ჰეზბოლას აზიზის დანაყოფის ხელმძღვანელი იყო. აზიზის დანაყოფი ისრაელს თავს ესხმოდა 2023 წლის ნოემბრიდან ისრაელ-ლიბანის სასაზღვრო მონაკვეთზე. აზიზის დანაყოფი პასუხისმგებელია ისრაელის მიმართულებით გასროლილ 100-ზე მეტ რაკეტაზე.