ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 რაკეტით შეუტია

Reuters-ის ცნობით, “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილის მკვლელობაზე”წინასწარი პასუხის” სახით.
“ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირი, სალეჰ ალ-არური 2 იანვარს დაიღუპა, როგორც Reuters-ი იტყობინება, ისრაელის უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაჰიეში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.
ლიბანის ხელისუფლებამ პროტესტით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს.
ლიბანის ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაგან ყველაზე მძლავრია ჰეზბოლა, ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ავტონომიურად მოქმედებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)