ჰარდენის 21 ქულა ბოლო მეოთხედში – “კლიპერსის” ვარსკვლავები ბრწყინავენ [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსი” “ინდიანა პეისერსს” ესტუმრა და 151:127 დაამარცხა.
კალიფორნიელთა შემადგენლობიდან ვარსკვლავებმა მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარეს.
ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 35 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. ჰარდენმა ბოლო მეოთხედში მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც 21 ქულა (6/7 სამქულიანი) ჩააგდო.
კავაი ლეონარდმა 28 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯმა კი – 27.
“პეისერსის” მხრიდან ბენედიქტ მატურინმა 34 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ტაირის ჰალიბარტონს, მიუხედავად 8 ქულისა და 11 ასისტისა, კარგი მატჩი არ გამოუვიდა.
ამრიგად, “კლიპერსი” წარმატებულ სვლას განაგრძობს, დალასში ზედიზედ 8 მოგებიანი სერიით ჩავა და ადგილობრივ გუნდს, ლუკა დონჩიჩის ლიდერობით, 21 დეკემბერს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 16 მოგება და 10 მარცხი აქვს, რითაც მე-5 და მე-6 ადგილს ინაწილებენ.
რაც შეეხება “პეისერსს”, მიჯრით 4 მარცხის შემდეგ 13 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთში მე-8 პოზიცამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 21 დეკემბერს “შარლოტ ჰორნეტსთან” ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში