ჰანს ნოიჰოფი საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე – ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება – ამ ანგარიშს „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფი მხარს არ დაუჭერს

ევროპარლამენტი იმის გამო წუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპარლამენტი საკუთარ თავს მორალურ ინსტიტუტად აღიქვამს, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას განსჯის. უკვე რამდენიმე თვეა, ევროპარლამენტი იმის გამო წუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში. თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კომიტეტები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში „ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.
„ამ ანგარიშს „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფი მხარს არ დაუჭერს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge