ჰანს ნოიჰოფი – თუ საქართველოში, როგორც გერმანიაში, სახელმწიფო პროგრამა იქნებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასეთ შემთხვევაში, დარბაზი სამართლიანად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს

თუ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც გერმანიის პარლამენტში, ოპოზიციას ოფისებში არ დაუშვებდნენ, თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს დაესხმებოდნენ, ასეთ შემთხვევაში ევროპარლამენტი სამართლიანად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს , – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც გერმანიის პარლამენტში, ოპოზიციას ოფისებში არ დაუშვებდნენ, თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს დაესხმებოდნენ, მათ სახლებსა და ავტომობილებს დააზიანებდნენ, თუ საქართველოში, ისევე როგორც გერმანიაში, სახელმწიფო პროგრამა იქნებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუ სახელმწიფო მედია ოპოზიციის დისკრედიტაციას მოახდენდა, თუ ოპოზიციას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას აუკრძალავდნენ, თუ საქართველოში, ისევე როგორც გერმანიაში, სახელმწიფო სამსახური იქნებოდა, რომელიც ოპოზიციას უთვალთვალებდა, ასეთ შემთხვევაში, ქალბატონებო და ბატონებო, ეს დარბაზი სამართლიანად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე