ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, უშაობა დროებით შეაჩერა, – ინფრმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონი პილოტებმა შენიშნეს და ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებს აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ახლომდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.
დრონის დაფიქსირების შემდეგ სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ერთი თვითმფრინავი, რომელიც მაინის ფრანკფურტიდან მიფრინავდა, ჰამბურგში გადამისამართდა. დანარჩენი თვითმფრინავები იძულებული გახდნენ, აფრენა-დაშვება გადაედოთ.