„ჰამასში” აცხადებენ, რომ კავშირი დაკარგეს მებრძოლებთან, რომლებსაც 5 ისრაელელი მძევალი ჰყავდათ აყვანილი. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.
„ჰამასის” ოფიციალური წარმომადგენლის, აბუ უბაიდას განცხადებით, ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად მოძრაობამ დაკარგა კავშირი მებრძოლების ჯგუფთან, რომელსაც 5 ისრაელელი მძევალი ჰყავდა დატყვევებული.
აბუ უბაიდას თქმით, დიდი ალბათობით მძევლები „ცაჰალის” ერთ-ერთ რეიდს ემსხვერპლნენ.
