“ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

“ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. “ჰამასმა” გუშინ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. მათ ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანაცვლოდ, გათავისუფლდა 30 პალესტინელი. 7 ოქტომბრის შემდეგ, რეგიონში უკვე მესამედ ჩავიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი გეგმავს, განიხილოს დროებითი ზავისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საკითხები. ბლინკენი ასევე ეწვევა დასავლეთ სანაპიროს.
სროლა იყო იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე. დაიღუპა ორი ადამიანი. შვიდი პირი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი შეიარაღებული თავდამსხმელი მოკლულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს