“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა – იოავ გალანტი

“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა, – ამტკიცებს ს თავდაცვის მინისტრი. იოავ გალანტი ამბობს, რომ ტერორისტები სამხრეთით გარბიან, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ძარცვავს “ჰამასის“ ბაზებს.
გუშინ, დღის ბოლოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ
“ცახალმა” ღაზაში რანტისის საავადმყოფო დაარბია, სადაც “ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები.
მათივე ცნობით, საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში აღმოჩენილია “ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ასაფეთქებლები და სხვა იარაღი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აქცენტს კვლავ ღაზის სექტორის ყველაზე დიდ საავადმყოფო, “ალ-შიფაზე” აკეთებს, რომელიც მათი თქმით, სასაფლაოდ იქცა, რადგან ვერ ხდება გარდაცვლილების დაკრძალვა. კლინიკის ექიმები ამ დრომდე უარს ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალების შეთავაზებაზე დატოვონ ტერიტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის მოთხოვნებს – შვედეთის საელჩო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვებასა და ვიზუალურ კონტროლს

საელჩო განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან”