„ჰამასმა” სამი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა” სამი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ჰამასმა” მძევლები, 46 წლის იარი ჰორნი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 29 წლის საშა ტრუფანოვი, გაათავისუფლა.
„ჰამასმა” მძევლები „წითელ ჯვარს” გადასცა.
სანაცვლოდ, დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება.
ცნობისთვის, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა” 24 მძევალი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით