ჰამასმა კიდევ ექვსი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ ჰამასმა წითელ ჯვარს დამატებით ექვსი ისრაელელი მძევალი გადასცა. ისინი ახლა ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
“წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ექვსი ისრაელელი მძევალი მიიღეს”. – წერია IDF-ის გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი ჰატზერიმის საჰაერო ბაზაში გადაჰყავთ, რათა ჯანმრთელობა შეუმოწმონ. მოგვიანებით, მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ, სადაც თავიანთ ოჯახებს შეხვდებიან.