“ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადებას განიხილავს

“ჰამასმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ს წინადადება, მათ არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინადადებას შესწავლიან და საკუთარ მოსაზრებას შუამავლებს გააცნობენ.
ისრაელის წინადადება, „ჰამასს“ კაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე, ეგვიპტელმა და ყატარელმა შუამავლება გააცნეს. კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, მიზნად ისახავს გამოსავლის პოვნას ღაზის ომიდან, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება.
იმავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ ისრაელის ძალებმა სამშაბათს გააძლიერა დაბომბვა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, დეირ ალ-ბალახსა და რაფაში.
კაიროში გამართული მოლაპარაკებები, რომელსაც ასევე ესწრებოდა -ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი, ომის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯერ ჯერობით გარღვევებს ვერ ახდენს.
გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასი“ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება, მის მითხოვნებს არ შეესაბამება.
„მოძრაობა („ჰამასი“) დაინტერესებულია მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს აგრესიას ჩვენს ხალხზე. ამის მიუხედავად, ისრაელის პოზიცია რჩება შეურიგებელი. ის არ აკმაყოფილებს ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის არც ერთ მოთხოვნას“, – ნათქვამია „ჰამასის“. განცხადებაში.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გასული წლის 7 ოქტომბერს, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. „ჰამასმა“, რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ისრაელზე თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 300-მდე კი ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო ომს, ამ ადრომდე, 35 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას