„ჰამასი“ – ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მივიღეთ და შევისწავლით

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, მათ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღეს, რომელსაც შეისწავლიან.
ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ პრიორიტეტია შეაჩეროს ს სამხედრო შეტევა და უზრუნველყოს ს ჯარების სრული გაყვანა ღაზის სექტორიდან. მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში -ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
მისივე თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.
აღნიშნული კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა „ჰამასმა“ და განმარტა, რომ არ მიიღებენ არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში „სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა“ სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას