ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებისთვის მზადაა – Reuters

სააგენტო Reuters-ის თანახმად, პალესტინურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა – რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – პარასკევს დადებითი პასუხი გასცა აშშ-ის წინადადებას ღაზაში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა “დაუყოვნებლივ” დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც მიემართება მძევლების გათავისუფლებას და ომის დასრულების პირობებს.
Reuters-ის თანახმად, ჰამასი აცხადებს, რომ დაასრულა პირველი კონსულტაციები და განხილვები პალესტინელთა ფრაქციებთან და მზადაა სრულად და სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებაში.
იუწყებიან, რომ ჰამასი ეგვიპტისგან, კატარისგან და აშშ-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ 60-დღიანი ზავის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება და არ განახლდება საომარი მოქმედებები. ს გამოცემა Ynet-ს წყარომ აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი, შეთანხმებას 7 ივლისს გამოაცხადებენ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
ჯანდაცვის ადგილობრივი მესვეურების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელს თავდასხმებს ღაზაში ემსხვერპლა სულ მცირე 138 პალესტინელი.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად იქნა აყვანილი.
· პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლა 57 000-ზე მეტი ადამიანი, მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ნგრევა.
· საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.