“ჰამასი” კიდევ 4 ტყვეს გაათავისუფლებს

პარასკევს “ჰამასმა” განაცხადა, რომ ის გაათავისუფლებს ოთხ ქალ ჯარისკაცს, რომლებიც 15 თვეა ტყვეობაში იმყოფებიან ღაზაში. გათავისუფლება განხორციელდება ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც პალესტინელი პატიმრების და ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ტყვეების ოჯახების უფლებადამცველმა ჯგუფმა პარასკევს დაადასტურა, რომ გათავისუფლებულ ტყვეებს შორის იქნებიან კარინა არიევი (20), დანიელა გილბოა (20), ნაამა ლევი (20) და ლირი ალბაგი (19). ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის დროს აიყვანეს, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდა.
ტყვეების ოჯახების ფორუმმა პარასკევს გვიან განაცხადა, რომ „მოხარულია“ არიევის, გილბოას, ლევის და ალბაგის გათავისუფლების ცნობით.
„მთელი ერი მათთვის იბრძოდა და მოუთმენლად ელოდება, რომ ისინი დაბრუნდნენ ოჯახებში ჩასახუტებლად”,- განაცხადა ჯგუფმა.
ტყვეების ოჯახებმა, რომელთა ახლობლები ჯერ კიდევ “ჰამასის” ტყვეობაში იმყოფებიან ღაზაში, პარასკევს ს პრემიერ-მინისტრ ს მიმართეს, რათა მან უზრუნველყოს დარჩენილი ტყვეების გათავისუფლება. მათ ასევე სთხოვეს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გააგრძელოს ზეწოლა ტყვეების დაბრუნებისთვის.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის ექვსკვირიანი შეთანხმების მეექვსე დღეს, ისრაელელები მოუთმენლად ელიან შემდეგი ოთხი ტყვის ვინაობის გამოცხადებას, ვინც 90-ზე მეტ ტყვეს შორის ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება.
ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მცხოვრები ადამიანები კი ელიან, როდის დაბრუნდებიან პალესტინის ტერიტორიაზე,
ისრაელის შეფასებით, 90-ზე მეტი ტყვიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, დაახლოებით მესამედი ან შესაძლოა ნახევარიც კი უკვე დაღუპულია. “ჰამასი” ამ დრომდე არ გასცემს ინფორმაციას ტყვეების შესახებ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, 33 ტყვე თანდათანობით გათავისუფლდება, რასაც ისრაელი ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებით უპასუხებს.
პირველი სამი ისრაელელი ტყვე, 90 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ კვირას გათავისუფლდა.
ომმა ღაზის სექტორში ნგრევა მოიტანა და ღაზის “ჰამასის” კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების მიხედვით, 47,000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა. ნახევარზე მეტი აქედან ქალები და ბავშვები არიან.
250 ისრაელელი ტყვედ, 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის დროს აიყვანეს. თავდასხმის შედეგად 1,200-მდე ისრაელელი დაიღუპა. ტყვეებიდან დაახლოებით 100 ადამიანი იმავე წლის ნოემბერში მოკლე ცეცხლის შეწყვეტის დროს გათავისუფლდა, ხოლო ტყვეებიდან 36 გვამი ღაზაში იპოვეს და 8 ტყვე ისრაელის ჯარმა გადაარჩინა.