დღეს „ჰამასი“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს , – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ჰამასის“ განცხადებით, დღეს ისრაელს გაი ილუზის, იოსი შარაბის, ბიპინ ჯოშისა და დანიელ პერეცის ცხედრებს გადასცემს.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს, საერთო ჯამში, 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა.
ღაზაში 28 მძევლის ცხედარი რჩება, რომელთა ისრაელისთვის გადაცემას „ჰამასი“ დღეს დაიწყებს.
